“გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება”- მამუკა ბახტაძე

“გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას,  ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც კერძო სექტორისაგან მივიღეთ. თქვენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ახსენეთ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მეტი წინადადება მოვისმინთ და შემდეგ პოზიციები შევაჯეროთ იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა ტურისტულ სექტორზე გავაკეთო. ჩვენ პარალელურად გვაქვს შეხვედრები და რამდენიმე დღეში გაიმართება ეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი პორტფელი ჩვენი ინიციატივების და მხარდაჭერის, რომ შევძლოთ მოვახდინოთ მინიმიზირება ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის. როდესაც ჩვენ ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის ინკლუზიური და მასში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, აქედან გამომდინარე, მე ძალიან მძაფრი ვარ იმ შეფასებაში, რომ საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე მე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები