ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდის პოლიგონზე, ადგილობრივი დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეების წვრთნები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მეცადინეობების დროს შესრულდა ტაქტიკურ-საცეცხლე სროლები, რომელიც БТР-82АМ მარკის ჯავშანტრანსპორტიორებიდან განხორციელდა.
სასწავლო მეცადინებებში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ბაზის 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ამოქმედებულ იქნა 50 ერთეულზე მეტი სპეციალური და სამხედრო ტექნიკა.