“აქ მანამ ვიქნები, სანამ კონკრეტულ ამოცანებს არ შევასრულებ და დავასრულებ” – შს მინისტრი გადადგომაზე

გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობიდან მისი გადადგომა არანაირ პრობლემას წარმოადგენს და ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა, მას შემდეგ რაც კონკრეტული საქმეები დასრულდება.

“ჩემი გადადგომა საერთოდ პრობლემა არ არის. მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მას ზეგაც. არ წარმოადგენს ეს პრობლემას. ამ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო კი არ ვზივარ, აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, შევასრულებ და დავასრულებ. ამის შემდეგომ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.   

მსგავსი თემები