“პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე, უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ” – პრემიერი

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე, უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია.

ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსფარანტულ და გამჭივირვალე გამოძიებას, როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დავინახავთ და გვექნება კონკრეტული ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი, რომელიც დაიდება გამოძიების მიერ, იქნება შესაბამისი, პირველ რიგში, სწორედ ქართული საზოგადოებაა, ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და შეაფასებს, ” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, პოლიცია არ გეგმავდა მოვლენების ასეთ განვითარებას და არც მსგავსი დავალება ჰქონია, ყველაფერი მოხდა სპონტანურად.

“ჩვენი პოლიცია არ გეგმავდა და არც ჰქონდა მსგავსი დავალება მიღებული. ფაქტით დასტურდება, რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, პოლიცია ძალას არ იყენებდა.

პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ მომენტში, მყისიერად, როდესაც ეს კორდონი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგა საფრთხის ქვეშ, მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები