მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიცია ძალის გამოყენებას არ გეგმავდა, თუმცა, იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. 

“არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვის სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში, როცა დადგა ეს კრიტიკული მომენტი, პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს ვიდეოკადრებზე ჩანს“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

მსგავსი თემები