“ნიკა მელია არსად გაქცევას აპირებს და აზრადაც არა აქვს, ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს ცხოვრებაში” – ადვოკატი

„იცით, რომ ნიკანორ მელია არც გამოძიებას მიემალება, არც მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და არც არსად გაქცევას აპირებს და აზრადაც არა აქვს, ვინმეზე  ზემოქმედება მოახდინოს ცხოვრებაში, თავდებადაც ზედმეტ გარანტად უდგებიან პარლამენტარები”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კოდახაშვილმა სასამართლო დარბაზის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო ოქროს ასოებით დაწერს დღევანდელ გადაწყვეტილებას თავის პრაქტიკაში და ნიკა მელიასთვის 10 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდებას შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. ალტერნატივის სახით ადვოკატი, სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავმდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე საუბრობს.

„იცით, რომ ნიკანორ მელია არც გამოძიებას მიემალება, არც მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და არც დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს. თქვენ კარგად იცით, რომ ნიკანორ მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და არასოდეს შეუშლია ხელი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის, ამდენი წლის განმავლობაში არცერთი სასამართლო სხდომა არ გაუცდენია, არასოდეს უცდია მიმალვა,“- განაცხადა კონდახაშვილმა.

ადვოკატის თქმით ახლა მოსამართლე უნდა დადგეს პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა და გადაწყვეტილება ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღოს.

მსგავსი თემები