“ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს”- ნიკა მელია

„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მას დააკავებენ. 

„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს. ტემპერატურას ბიძინა ივანიშვილი თავად სწევს. დაკავება იქნება უკანონო, მაგრამ არ დაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო აქტი,“ – ამბობს მელია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია, რადგან ხედავს, რომ პროცესებს ვეღარ მართავს:

„ივანიშვილი არის დამარცხებული, აგონიაში მყოფი ადამიანი, გუშინ მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი მისთვის, დაკარგა ფული. მისმა ფულმა დაკარგა მყიდველუნარიანობა. როგორც გაუუფასურდა ბევრ ჩვენს მოქალაქეს ქილაში შენახული ფული, გუშინდელმა დღემ მას ეს შედეგი მოუტანა, ფული საბანკო ანგარიშზე დარჩა, მაგრამ ამ ფულით პროცესებს ვეღარ უძღვება,“ – ნიკა განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი თემები