“როგორ აღმოჩნდა აქციაზე სომეხი “ბოევიკი”? – დეპუტატის შეკითხვა სუს-ს

“როგორ აღმოჩნდა 20 ივნისს აქციაზე, სომეხი “ბოევიკი” ნერსეს ნერსესიანი, მარტო იყო თუ ჯგუფთან ერთად? ეს შეკითხვა მაქვს და მინდა პასუხი სუს-მა გამცეს”, –  აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის“  წარმომადგენელი, დეპუტატი  ემზარ კვიციანი.

 მისი თქმით, შესაბამისმა უწყებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, რა უნდოდა პარლამენტზე მიმდინარე შტურმის დროს სომეხ “ბოევიკს” აქციაზე: “საიდან აღმოჩნდა იქ ნერსეს ნერსესიანი, 1995 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე, რომელიც მერე დაიჭირეს. მარტო იყო თუ ჯგუფთან ერთად? – ესაა მთავარი კითხვა და უნდა გვიპასუხოს სუს-ის ხელმძღვანელობამ. როგორ მოხვდა საქართველოში პარლამენტის შტურმის დროს სომეხი “ბოევიკი”, რომელიღაც დაგჯუფების წევრი? რა უნდოდა? დარწმუნებული ვარ, მარტო არ იქნებოდა, უბრალოდ, მარტო დაიჭირეს. მისცეს 13 დღე და გუშინ გაუშვეს,”- აცხადებს კვიციანი.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ის, პროვოკაციების მოსაწყობად, სპეციალურად შემოიყვანეს.

მსგავსი თემები