“გახარიას ომი იმ ძალებმა გამოუცხადეს, ვისაც მან პრაიდის ჩატარება და რევოლუცია ჩაუშალა”- ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს შს მინისტრ გახარიას გადაყენების მოთხოვნა მართებულად არ მიაჩნია და თვლის, რომ მის გადაყენებას ის ძალები ითხოვენ, ვისაც მინისტრმა გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, როდესაც პოლიციის კორდონში ხალხი შეცვივდა და მათ ქვები დაუშინა, სწორედ გახარიას ბრძანებით არ მიმართა პოლიციამ შესაბამის ზომებს.

“გახარიას გადაყენებას რომ ითხოვენ, მე არ მიმაჩნია სწორად და გეტყვით, რატომაც! – დგას კორდონი, შეუვარდა ხალხი და გამოაძვრინეს იქიდან ერთი, მერე მეორე, შემდეგ მესამე პოლიციელი… ამ შემთხვევაში, ვალდებული იყო პოლიცია, შტურმზე გადასულიყო, მაგრამ არ წავიდნენ ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბრძანება ჰქონდათ, არ წასულიყვნენ. ვინ გასცა ის ბრძანება? – გახარიამ, რა თქმა უნდა, ანუ ყველანაირად ჰყავდა შეზღუდული მას თავისი ხალხი, – აცხადებს კვიციანი.

დეპუტატი თვლის, რომ შს მინისტრს ლომის წვლილი მიუძღვის იმ საკითხში, რომ საქართველოში პრაიდი არ ჩატარდა, რის გამოც მას ომი გამოუცხადეს.

“პირველი და მთავარი იყო, რომ 25 ქვეყნის მართლმადიდებლური ფორუმი ჩაიშალა საქართველოში, მოგვაჭრეს თავი საქვეყნოდ. მეორე ის, – რომ ლგბტ-პრაიდი არ ჩატარდა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის გახარიას. ამის გულისთვის ომი მოუწყეს, ზუსტად ამ მიზეზის გამო არის მასზე თავდასხმა პირველ რიგში და მეორე, არსებობს დიდი ეჭვი იმისა, რომ სტრუქტურა, რომელსაც უნდოდა, რომ ჩატარებულიყო პრაიდი, რომელსაც უნდოდა რევოლუცია მომხდარიყო, გახარიამ არ გაატარა. ვის შეიძლება უნდოდეს გახარიას გადადგომა თუ არა მათ და რატომ ყვირიან ასე?”- კითხულობს ემზარ კვიციანი.

მსგავსი თემები