“დიახ, აქციაზე იყვნენ პოლიტიკოსები, რადგანაც ეს არის პოლიტიკური პროცესი – რა, ეს ცოდვაა?” – ადვოკატი 

20 ივნისის ღამეს დაკავებულთა ადვოკატი ლევან ჩხეიძე, პარლამენტის წინ მიმდინარე “აპოლიტიკურ” აქციაზე პოლიტიკოსების აქტიურობას ამართლებს და ამბობს, რომ ეს ნორმალურია, რადგან პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე. 

“ვინ უნდა იდგეს პოლიტიკური პროცესის სათავეში თუ არა პოლიტიკოსი. პოლიტიკური ლიდერების იქ დგომა ცოდვაა? აბა სხვა ვინ უნდა იდგეს პოლიტიკური პროცესების სათავეში. იდგნენ პოლიტიკოსები და ასეც უნდა ყოფილიყო. ამაში არაფერია გასაკვირი. ადამიანები იქ კონკრეტული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად არ მისულან, მივიდნენ გულწრფელი პროტესტის გამოსახატად. ის, რომ პოლიტიკური პროცესების სათავეში იდგნენ პოლიტიკოსები დ ამაზე ხდებოდეს აპელირება, რატომ ხდება ეს და გაგვიკვირდეს, არასწორია. თქვენ პოლიტიკა გინდათ პოლიტიკოსების გარეშე? აბა მედია როგორ წარმოგიდგენიათ ჟურნალისტების გარეშე, ფეხბურთი როგორ წარმოგიდგენიათ ფეხბურთელების გარეშე” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში”  

მსგავსი თემები