“გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს” – დეპუტატი

ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, რომელსაც პარლაენტში კენჭი გუშინ უყარეს, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, სოფიო ქაცარავას თანხმობა არ ჰქონდა. ეს კი იმით იყო გამოწეული, რომ დეპუტატი საქართველოში არ იმყოფება. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველოში რომ ყოფილიყო, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს აუცილებლად დაუჭერდა. 

“არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!” – აცხადებს სოფიო ქაცარავა. 

მსგავსი თემები