ემზარ კვიციანი ნიკანორ მელიას თავდებში უდგება და მის პატიმრობას მხარს არ უჭერს

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი დეპუტატ ნიკანორ მელიას თავდებში უდგება და დეპუტატებს მიმართავს, კოლეგას თავდებში დაუდგნენ.

„ძალიან ბევრი ადამიანი ვიხილეთ, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება-ო. გახსოვთ ალბათ, ამის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ოქრუაშვილი, რომელსაც არც იმუნიტეტის შეჩერება სჭირდება და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. აგერ მოვიდა და ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო, ძალიან მაინტერესებს. თუ არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას?“ – განაცხადა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

კვიციანმა დეპუტატებს მოუწოდა, მელია მათი კოლეგაა და არ გაუშვან ციხეში: „არის  შესაძლებლობა, რომ დეპუტატებმა აიღონ საკუთარ  თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“.

მსგავსი თემები