შესაძლებელია, ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სანქციის გაცემა დღეს ვერ მოესწროს 

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება. ბიუროს დამთავრების შემდეგ კი პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ერთადერთი საკითხი – ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭიროა დამსწრე დეპუტატთა მინიმუმ 1/3-ის თანხმობა.

„საჭიროა, სესიაზე  დამსწრეთა უმრავლესობის  მინიმუმ 1/3.  დღეს განიხილება იმუნიტეტს მოხსნის საკითხი. კერძოდ, თანხმობა მიეცემა პროკურატურას, რომ ის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობით ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. რაც შეეხება გაერთიანებული კომიტეტის სხდომას, ვიმსჯელეთ მხოლოდ იმაზე, რამდენად საფუძვლიანია გენერალური პროკურატურის მომართვა, რომ შემდეგ, პარლამენტის სესიამ იმსჯელოს და პროკურატურას მისცეს თანხმობა, შუამდგომლობით შევიდეს სასამართლოში“, – განუცხადა მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა. ის საპატიმრო სანქციის გამოყენებას დათანხმდება თუ არა, დეპუტატი წინასწარ ვერ ამბობს.

„ნიკანორ მელიასთვის აღმკვეთის ღონისძიების მოსათხოვად პარლამენტის თანხმობის შემდეგ, შესაძლებელია, პროკურატურა არც კი შევიდეს სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობით, ან, შევიდეს და სასამართლომ თანხმობა არც მისცეს. პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს და საბოლოო გადაწვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაძლებელია, ეს პროცედურა დღესვე ვერ მოესწროს,“ – განუცხადა მაჭარაშილმა “მედიაცენტრ მთავარს”.   

მსგავსი თემები