„ნაცმოძრაობა“ პროკურატურას პარლამენტში გამოსვლის საშუალებას არ აძლევს

პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელიც 9:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე ვერ იწყება. საპარლამენტო ოპოზიცია კომიტეტის თავმჯდომარეებს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევს.

პროკურატურის წარმომადგენელი ტრიბუნასთან დგას, თუმცა, საპარლამეტო ოპოზიცია სიტყვის შესაძლებლობას არ აძლევს. სხდომაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთავის დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ, ოპოზიცია პროკურატურისგან მტკიცებულებებს მოითხოვს და აღნიშნავენ, რომ პროკურატურის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის. კომიტეტის სხდომათა დარბაზში, ამ დრომდე, სიტყვიერი დაპირისპირებაა.

“ნაცმოძრაობის წარ​მომადგენელი” თინა ბოკუჩავა დეპუტატებს და პროკურატურის წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილის პირადი “ტროიკის” წევრებს უწოდებს.

მსგავსი თემები