„უზრდელი“, „სამარცხვინო ქალი“, „მონები“ – დეპუტატის ლექსიკა

პარლამენტში, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატ სოფიო კილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უზრდელი და სამარცხვინო ქალი ეძახა.

„შენ სირცხვილზე ვის ელაპარაკები, ხმა არ ამოიღო საერთოდ რა…გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო, გაჩუმდი…  უზრდელო შენ.. უზრდელი ეს …სამარცხვინო ქალო…ეს მონები, მონები რომლებიც ხელს მოაწერენ მელიას დაპატიმრებას“ – ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავამ სოფიო კილაძეს და მთლიან უმრავლესობას.  

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.

პროკურატურის წარმომადგენლებიც კომიტეტზე იმყოფებიან, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ და დაასაბუთონ, რის გამო ითხოვენ დეპუტატისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

თავად ნიკანორ მელია სხდომაზე არ იმყოფება.  

მსგავსი თემები