„ისრაელიდან საქართველოს ბიუჯეტში 200 მილიონი დოლარამდე შევა“ – ტურისტები ისრაელიდან ჩამოვლენ

კამპანიას „დავისვენოთ საქართველოში“ ისრაელიც უერთდება. „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები, საქართველოში ბიუჯეტში, წელს 200 000 დოლარამდე შეიტანენ.

“ ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც”,- განაცხადა „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარემ იციკ მოშემ.

მსგავსი თემები