„გიორგი გახარიას მხარდასაჭერად, სამეგრელოში მოძრაობა იწყება“

„არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია“ – ამ მოთხოვნით, სამეგრელოში შს მინისტრის მხარდამჭერი გამოსვლები იწყება.

აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

„საკმაოდ სერიოზული მოძრაობა არის დაწყებული გახარიას მხარდასაჭერად. მოთხოვნა შემდეგია: გახარიამ არ დატოვოს თანამდებობა, რადგანაც მან ქვეყანა გადაარჩინა. სამეგრელოს რეგიონზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, რამდენად გადაიზრდება ეს ფართომასშტაბიან აქციაებში, მაგრამ სერიოზული მოძრობა არის დაწყებული. სოციალურ ქსელებშიც კი არის ლოზუნგები, რომ გახარია კი არ უნდა გადადგეს, პირიქით, მან ქვეყანა დაიცვა, რადგანაც, სანამ უკიდურესი აუცილებლობა არ იყო, ძალა არ გამოუყენებია“ – აღნიშნა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები