„ეს იყო გაქანებული პროვოკაცია… სააკაშვილის დროინდელი ამბები განმეორდებოდა“ – თამაზ მოლაშვილი

“პოლიტიკოსების წაქეზებით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას. ამაზე მოწოდება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაზე არაერთხელ გააკეთეს. არ უნდა დამდგარიყო შესაბამისი ძალები? რა უნდოდათ წაქეზებულებს პარლამენტის შესასვლელში, რატომ ჰქონდათ ხელკეტები, ქვები, სპეცრაზმი ქვემოთ ხომ არ ჩამოსულა მათ დასარბევად“ – კითხულობს სულხან მოლაშილის მამა თამაზ მოლაშვილი.

მისივე შეფასებით, მეორე ამბავია, ვინ გადააჭარბა და რატომ გადააჭარბა უფლებამოსილებას, რაც თავისთავად დასაგმობი და გამოსაძიებელია.

„მეორე საკითხია, ვინ რა დააშავა, თვალი დაკარგა ახალგაზრდამ, ზოგი როგორ დაშავდა და ზოგი – როგორ. ეს ხალხი პარლამენტიდან რომ არ გამოეყვანათ, სააკაშვილის დროინდელი ამბავი განმეორდებოდა. ახლაც ამას ფიქრობდნენ. მთავარი არის ის, რომ უარესი ამბავი მოხდება. ამ ხელისუფლების მთავარი დანაშაული კოჰაბიტაციაა. როცა ასეთ ძალებთან, დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია გაქვს, უარესს უნდა ველოდეთ,“- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები