“ტურისტი” არა, “სტუმარი” – კახა ოქრიაშვილი

“ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი რუსეთის მიერ, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას ეხმაურება.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მისთვის სიტყვა “ტურისტი”, მხოლოდ სტატისტიკის დეფინიციაა და საზოგადოებას მოუწოდებს, საუბრისას, “ტურისტის” ნაცვლად “სტუმარი” გამოვიყენოთ. 

“მე არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, რადგან ეს სიტყვა მხოლოდ სტატისტიკას აღნიშნავს. მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“, რადგან სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება!” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

მსგავსი თემები