რუსეთიდან ტურისტების ემბარგოს შეწყვეტამ, შესაძლოა, საქართველო ერთ სეზონზე, 2,1 მილიარდით დააზარალოს

 „ორი დღეა, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასულები. დავთვალეთ ციფრები და დღეს რომ სრულად ჩაიკეტოს ბაზარი და რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის დეპატრტამენდიდან აღებული ინფორმაციით, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 2,1 მილიარდი ლარი იქნება“ – აღნიშნული განცხადება  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

მისივე შეფასებით,  რუსული ემბარგო, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთს დააზარალებს.

„თეორიულად, სვარაუდო დანაკარგი 750 მილიონი დოლარი იქნება, რომლის  ძირითადი ნაწილი გადანიწლდება აჭარის შავი ზღვისპირეთზე და დიდ დარტყმას მიიღებს.  ყველაზე დაბალი სეგმენტი, ყველაზე მეტად დაიჩაგრება და ეს არის ბინები. თბილისში 22 ათასი ბინაა რეგირტრირებული და ამ ბინების თითქმით 90% -ის მომხმარებელი იყო რუსეთიდან შემოსული სტუმრები. რეგიონში ძირითი სეგმენტიც იყო და არის რუსულ ტურისტებზე გათვილი,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს, საქართველოში, რუსი ტურისტების რაოდენობა, თვეში 60 ათას აჭარბებდა. მისი თქმით, ემბარგოს დაწესაბა, საქართველოს დიდ ზარალს მოუტანს.

მსგავსი თემები