პუტინს სირცხვილის გრძნობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰქონია

“ოდესმე გქონიათ სირცხვილის გრძნობა”? – რუსულ ტელეარხ “ორტ პლანეტას” გადაცემა “პირდაპირი ხაზის” ჟურნალისტის ამ საინტერესო შეკითხვას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სენტიმენტალური პასუხი გასცა.

აღმოჩნდა, რომ ფედერაციის ლიდერს სირცხვილის გრძნობა ცხოვრებაში ერთადერთხელ გასჩენია, ისიც, – მიყრუებულ სოფელში.

“კი, ერთხელ! მიყრუებულ სოფელში ჩავედი. არ იყო გზები, ირგვლივ კი ტალახია. გზაზე მოხუცი ქალი შემხვდა. უცებ მუხლებში ჩამივარდა და წერილი გადმომცა… ეს წერილი თანაშემწეს მივეცი. მან კი დაკარგა. ახლაც მზარავს, რომ მახსენდება, მრცხვენია. რასაც ხელი მოვკიდე, სხვისთვის არ უნდა გადამეცა”, – უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტს.

მსგავსი თემები