რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია განახლდა. საზოგადოებრივი პროტესტი პარლამენტის წინ, უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კი, უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

უკვე 2 დღეა, საზოგადოებრივი პროტესტი პოლიტიკოსების გამოსვლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა აქციის მიმდინარეობისას, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გამოჩენა ახალგაზრდებში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

მსგავსი თემები