„თბილსერვის ჯგუფი“: ჩვენი მიზანი იყო ტერიტორიის დასუფთავება და არა აქციისთვის ხელის შეშლა

„თბილსერვის ჯგუფი“ აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” „თბილსერვის ჯგუფმა“ აცნობა, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ გეგმიური ტერიტორიის დასუფთავება და არა აქციისთვის ხელის შეშლა.


„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები