25 დაიღუპა და 35 ადამიანი დაიჭრა ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად 

​სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა პაკისტანის პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვაში, ქალაქ ხანგუს ბაზარში მომხდარი აქფეთქების შედეგად.

​როგორც Aaj TV -ი იტყობინება დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან, პოლიციამ ბაზრის ტერიტორია გადაკეტა, აფეთქების მიზეზი დგინდება. ჯერჯერობით არც ერთ ტერორიტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე.

მანამდე 
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, თვითმკვლელი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩინეთის გენერალურ საკონსულოს. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ტერორისტებს ხელში ათობით ხელყუმბარა ეჭირათ.

მებრძოლებთან სროლების შედეგად ადგილობრივი პოლიციის 2 თანამშრომლები დაიღუპა, დაიჭრნენ საკონსულოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები. Geo TV -ს ინფორმაციით, ასევე დაიღუპა ორი მოქალაქე, რომლებიც იმ მომენტში საკონსულოში ვიზის მისაღებად იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდაცია შეძლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ “ბელუჯისტანის  განმანთავისუფლებელმა არმიამ” აიღო.

 

მსგავსი თემები