„ახალგაზრდობა სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს, რომ პროცესები  ქაოსსა და არეულობაში არ გადაიზარდოს“ –  ელიკო წიკლაურ-ლამიხი

„საჭიროა სტრატეგიულ-პრაგმატული აზროვნება: უნდა გადავარჩინოთ ქართული მოსახლეობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა,” – ამის შესახებ, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს-პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ-ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი აცხადებს და სტუდენტ-ახალგაზრდობას მიმართავს.    

„მივესალმები სტუდენტ ახალგაზრდობას, მიხარია და მეამაყებიან, რომ ასე საღად მოაზროვნე ახალგაზრდობა გვყავს! აბსოლუტურად სწორი იყო 20 ივნისის პროტესტი, რომელმაც ნიღაბი ჩამოგლიჯა 2000 წლიანი მართლმადიდებლობის უძველესი კულტური ქვეყანაში, მართლმადიდებლობის ნიღბით შემოპარულ კომუნისტ აგრესორს! თუმცა, ამჯერად მოძრაობა ლოგიკურად ახალ უფრო სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს და ქაოსსა და არეულობაში არ გადაიზარდოს!“ – განუცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც გადააჭარბა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

„საჭიროა სტრატეგიულ-პრაგმატული აზროვნება: უნდა გადავარჩინოთ ქართული მოსახლეობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც გადააჭარბა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და გამიზნულად ესროდა ახალგაზრდებს!…სამშობლოს გულწრფელი სიყვარულით ქუჩაში გამოსული, ჯანსაღი ახლგაზრდა თაობის ხარჯზე, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დივიდენდების გადანაწილება .. თუ სიტუაცია ჩიხში შევა, მერე მათვე შეაწმენდენ თავის სისხლიან ხელებს! თითოეული ადამიანის და განსაკუთრებულად ახალგაზრდა ქართველის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა ჩემთვის!!! ჩემი შვილების თაობაა და ამ წუთას საქართველოში რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად მათთან ერთად იქნებოდნენ!. დამოუკიდებლობისათვის ომებმა წაიღო უამრავი ქართველის სიცოცხლე…ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს! სწორედ და კარგი იქნება თუ სამართლიანად დაწყებული პროტესტი პოლიტიკურ აუქციონად არ გადაიქცევა! ღმერთმა ქნას, რომ პირველ ადგილზე სახელმწიფოებრივი ხედვა დადგეს ახლა, იქნებ ცოტა სტრატეგიულ-პრაგმატულ აზროვნებაზე გადავსულიყავით. რომ ნაკლები დანაკარგებით, გავაგრძელოთ ისეთი მომავალი საქართველოს მშენებლობა, როგორიც ამ ახალ თაობას წარმოუდგენია! ” – განუცხადა პროფესორმა “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები