“ჩვენს ირგვლივ ყველგან ნაღმებია, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით“- ელიკო წიკლაური-ლამიხი

„მილიონამდე ქართველია რუსეთში, რომლებსაც მძევლებად ვუტოვებთ რუსულ პირსისხლიან უშიშროებას. გაიხსენეთ მსოფლიო ომები, რა თითქოს და უმნიშვნელო მიზეზით იწყებოდა. მსოფლიოში დაგროვდა აუარებელი სამხედრო შეიარაღება! ომის ინდუსტრია მხოლოდ საბაბს ეძებს. საქართველო უნდა გადარჩეს“ – აცხადებს მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მისი შეფასებით,  ხვალ შეიძლება უკვე გვიანიც იყოს:  „ამგვარ სიტუაციებში, ჩვენ რომ ისტორიულად და დღემდე არავინ დაგვხმარებია, ყველამ კარგად უნდა იცოდეს!!! ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! ჩვენს ირგვლივ ყველგან ნაღების და როდის აფეთქდება არავინ იცის“, – აცხადებს პროფესორი „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები