“ირანიდან წამოსული ლტოლვილების ტალღა წალეკავს საქართველოს, საზღვრები გაამაგრეთ” – ელიკო წიკლაური-ლამიხი

მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ მთავარი, რაც საქართველოს უნდა გააკეთო, საზღვრების გამაგრებაა.

„მთელი მსოფლიო უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაშია!!! ძველი და ახალი იმპერიები ცდილობენ გამოსტაცონ ერთმანთს მათთვის სასურველი და სტრატეგიული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი თბილისში ყოფნის პერიოდი შეძლებლობისდაგვარად გამომეყენებინა იმისათვის, რომ სტუდენტებთან ერთად საქართველოს გეო-სტრატეგიაზე და იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რაც კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს აუცილებლად \შეეხებოდა და რა შედეგი ექნებოდა მსოფლიოში თუ ახლო აღმოსავლეთში ამა თუ იმ კონფლიქტის ვარიანტში. რაც ქვეყნის შიგნით ხანდახან მთლად ნათლად არ ჩანს, გვინდოდა გაგვესიგრძეგანებინა სტუდენტებთან დიალოგსა და დისკუსიაში. ჩავატარეთ საჯარო ლექციები და მრგვალი მაგიდა დისკუსიის ფორმატში. საქართველო არის გარშემორტყმული თანამედროვე დესპოტია/დიქტატურებით. რომელნიც ღიად თუ ფარულად გვემუქრებიან. მეზობელი ირანიდან, თურქეთიდან თუ ერთმორწმუნე რუსეთიდან/ორიათასწლიან მართლმადიდებლურ საქართველოში მართლმადიდებლობის დასაცავად კომუნისტებს აგზავნიან…/ წამოსული მესიჯები რა თქმა უნდა თავხედური და შემაშფოთებელია. რაც შეეხება ირანს ,ამ ბნელმა მოლებმა სჯობია თავისი იმპერიული წარსული დაივიწყონ და თავის გაჭირვებულ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მიხედონ, როდის დაეცემა ბომბები თავზე საკითხავია. მაგრამ თუნდაც ამიტომ, მარტო ირანიდან წამოსული ლტოლვილების ტალღა წალეკავს საქართველოს!“ ვერც ვერაფერს ვერ იზამთ, საერთაშორისო ვალდებულება აქვს სახელმწიფოს აღებული – აცხადებს პროფესორი.

ერთადეთი, რაც საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს საზღვრების გამაგრებაა, გვითხრა ელიკო წიკლაურ-ლამიხმა: „გაამაგრეთ საზღვრები, რამდენი წელია ამას ვამბობ…ნუ ასუსტებთ ისედაც სუსტ ქართულ სახელმწიფოებრიობას!!!! მდიდარი გერმანიაც კი ვეღარ უძლებს ამდენ ლტოლვილს . ახლო აღმოსავლეთში პატარა მიზეზს ელოდებიან რომ ბიოლოგიურად დაიკავონ სიცოცხლისათვის საუკეთესო ტერიტორიები.“

პროფესორი პარლამენტის მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ სწორიია პროტესტი, ყველაფერი გასაგებია, თუმცა, ამჯერად საჭიროა სტრატეგიულ-პრაგმატული აზროვნება: “უნდა გადავარჩინოთ ქართული მოსახლეობა, ჩვილი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა!!! თვითოელი ადამიანის და განსაკუთრებულად ახალგაზრდა ქართველის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა ჩემთვის. დამოუკიდებლობისათვის ომებმა წაიღო უამრავი ქართველის სიცოცხლე. ეს ახალგაზრდები ჩემი შვილების ასაკის არიან.ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს! სწორედ და სამართლიანად დაწყებული პროტესტი პოლიტიკურ აუქციონად ნუ გადაიქცევა! ქუჩაში ერთმანეთს ეჩხუბებიან, ვინ ავა ტრიბუნაზე … გავიგეთ გზავნილი და სწორიც იყო! ახლა, იქნებ ცოტა სტრატეგიულ-პრაგმატულ აზროვნებაზე გადავსულიყავით” – განუცხადა პროფესორმა “მედიაცენტრ მთავარს”.


მისივე თქმით, მილიონამდე ქართველია რუსეთში და მათ მძევლებად ვუტოვებთ რუსულ პირსისხლიან უშიშროებას.

ელიკო წიკლაურ-ლამიხმა რამდენიმე თვის წინ, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაც გამართა, სადაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.

მსგავსი თემები