“ესენი უნდა გამოვყაროთ აქედან” – ალეკო ელისაშვილის მოწოდება

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, 20 ივნისის სისხლიან ღამეს ჩადენილი მთავრობას არ უნდა ეპატიოს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“გიორგი გახარია, ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი ხარ, როგორც ვიცი შვილების მამა ხარ, შე მამაძაღლო შენა, შენი შვილების ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუხეთქე, თვალები რომ დათხარე, ბიჭო, რა ნამუსით გძინავს? რა სინდისით იღვიძებ? ბავშვებს როგორ ეფერები? რა სავარძლად, რა აყროლებულ კაბინეტად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე. რა სინდისით და რა ნამუსით შედიხარ სახლში, ან ისინი როგორ გესალმებიან? 

ყოველი წამი გახარიას, ანუ იგორ როდიონოვის სულერი მემკვიდრის მინისტრობის, არის უსინდისობა, უსირცხვილობა და თავსლაფი ქართული ონების და ბიძინა ივანიშვილის პირადად.

გახარია, დაახვიე თანამდებობიდან, სანამ გამოგათრიეთ მადედან! ესენი უნდა გამოვყაროთ აქედან!”- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები