მიიღე, ბებერო ევროპა, უცნობი თემი, სამარცხვინოები! – რუსი ეპისკოპოსი ქართველებს დემონებს ადარებს

“ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან, ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა,”- ამის შესახებ რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პეტირიმ ტვორგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

რუსი ეპისკოპოსი ქართველებს დემონებს ადარებს და აცხადებს, რომ მართლმადიდებლობა უნდა იყოს გამაერთიანებელი, ქართველები კი მთელ ენერგიას ჩხუბსა და ერთმანეთთან დაპირისპირებაში ხარჯავენ.

“ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან. ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა.

დეპუტატი გავრილოვი მართლმადიდებლურ ფორუმზე ჩავიდა თბილისში, მათ კი განაცხადეს, რომ “ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა”…

დემონებს ასე უყვართ გართობა, მათ სიამოვნებთ იმის ყურება, თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს მართლმადებლები, როგორ ასხამენ თავიანთ ერთმორწმუნე დებსა და ძმებს წყალს, ართმევენ საბუთებს, სცემენ და აძევებენ ქვეყნიდან.

სამაგიეროდ, – ევროპა! მიიღე ბებერო ევროპა, ახალგაზრდა უცნობი თემი! სამარცხვინოები!”, – წერს ეპისკოპოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები