„არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და მე დავრჩე, არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი“ – ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილმა ოფიციალურად დაადსტურა გადაწყვეტილება, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ.

“თქვენ იცით, რომ ყველა საპარლამენტთაშორისო შეკრების მიზანია საქართველოს ინტერესების დაცვა. მე ახლაც მჯერა, რომ საქართველომ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. როდესაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა პარლამენტი, მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. მე გუშინ ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას, რადგან, საზოგადოებაში გამოიწვა გაღიზიანება რუსეთის დელეგაციის მონაწილეობამ ღონისძიებაში. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ, პასუხისმგებლობით ვიცხოვროთ. ჩემთვის არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი ქართველი ხალხის გაღიზიანების სანაცვლოდ. მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას და როგორც ადამიანი და კაცი არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს. მე თანამდებობა არ მაქვს. ერთადერთი, რაც მაქვს, მანდატია და მზად ვარ დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები