“სახეზეა ორმხრივი უპასუხისმგებლობა და პროვოკაციული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ” – გოგლა ჟვანია

ზურაბ ჟვანიას ძმა და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, გოგლა ჟვანია, გუშინ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, ოპოზიციას და მმართველ გუნდს აკისრებს.

როგორც გოგლა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დესტრუქციული ძალა ცდილობს, მსგავსი თემები ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.  მისი თქმით, მმართველი გუნდი არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას და ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ერთის მხრივ იყო ოპოზიციის პროვოკაციული მცდელობა. ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში გვყავს დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი თემა გამოიყენოს ქვეყნის ასარევად. გუშინდელი განცხადებები მართველი გუნდის არადექვატური იყო. ისინი ცდილობნდნენ გაქცეულიყვნენ პასუხისმგებლობას.  ერთის მხრივ, ორგანიზატორების და პროვოკატორების  სისხლის სამართლის პასუხიმგბლობა უნდა დადგეს და მეორე მხრივ, იმ პოლიტიკური ელიტის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ.  ქვეყნის მართვა არ არის მარტივი პროცესი. პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა შეეწყვიტა ვიზიტი, ჩამოსულიყო საქართველოში და პროცესებში ჩათულიყო. ამას პრაქტიკულად დამალვა და სირაქლების პოზიცია ჰქვია. რაც უფრო დიდხანს დარჩება თანამდებობაზე  მით უფრო დამძიმდება მდგომარეობა,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, სახელმწიფომ, ყველა ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში, კარგად უნდა გაიაზროს.

მსგავსი თემები