„მადლობა ახალ მინისტრსა და მედპერსონალს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი პროცესებში ოპერატიულად ჩაერთო და მედპერსონალთან ერთად, მაღალ პროფესიონალურად იმოქმედა.

„მადლობა უწყების ახალ ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, გუშინ, აქციაზე განვითარებული პროცესების შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით ოპერატიული და მაღალპროფესიონალური საქმიანობის გაწევისთვის. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ აქციამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე არ ჩაიარა. არიან დაშავებულები, როგორც რიგითი მოქალაქეები ისე სამართალდამცავები. ყველა პაციენტს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და მედპერსონალს – წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“ – აცხადებენ დეპუტატები.

მსგავსი თემები