რუსეთმა, თავისი პროვოკაციული ქმედებით, საქართველოს სამაგიერო მყისიერად გადაუხადა”- დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ღონისძიების გახსნაზე ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა ასამბლეაზე, მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა, შესაბამისად, ამ პასუხმაც არ დააყოვნა.

“ვფიქრობ , ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს იყო რუსეთის პასუხი ირაკლი კობახიძის უმკაცრეს შეფასებაზე რუსეთის მიმართ. რუსეთმა, თავისი ქმედებით, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას სამაგიერო გადაუხადა. ამ ყველაფერზე საქართველოს მოქალაქეების პროტესტი იყო სამართლიანი და გულწრფელი, მაგრამ, დღის ბოლოს, ვითარება ,დესტრუქციული ძალების ხელშეწყობით, სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდა და სახიფათო სახე მიიღო, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. საზოგადოებას ვთხოვ, არ აჰყვეს პროვოკაციებს და არ ვიმოქმედოთ იმის საწინააღმდეგოდ რასაც თავიდანვე ვაპროტესტებთ. მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი“ – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძე მეზობელი ქვეყნისგან მორიგ პროვოკაციასაც არ გამორიცხავს: „სამეზობლო პროვოკაციები” სავარაუდოდ იქნება. ჩვენ კი გონიერება გვმართებს. გუშინ, საქართველომ, ქვეყნის შიგნით საზიანო დარტყმა მიიღო, რუსეთი კი, კიდევ ერთხელ, საერთაშორისი სკანდალში გაეხვა. მათ ქმედებაზე ალბათ მართლმადიდებლურ ასამბლეაშიც დაფიქრდებიან, რადგან, სარწმუნოების პატივისცემა ამ რწმენის შესაბამისი უნდა იყოს” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები