დაშავებულთა როდენობა გაიზარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 240 ადამიანი, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ განაცხადა, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი, ოპერაცია უტარდება. 

 „ინგოროყვაში  შემოყვანილი იყო 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

მსგავსი თემები