“მოთხოვნა, ჩემი გადადგომის თაობაზე, არასერიოზულია” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართელოს პარლამენტში,  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნა, არასერიოზულია.

“პარლამენტის თავმჯდომარე არის მენეჯმეტზე პასუხიმგებელი და თითოეულუილ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი. იქ იყო წინასწარ ყველა ნიუანსი გაწერილი, თუმცა  ეს იყო პროვოკაცია. ამ მასშტაბის პრვოკაციის გათვლა და რეაქციის შემზადება არ არის მარტივი. ასეთი ტიპის ქმედება, როდესაც ხორცილედება უნდა იყოს მყისიერი და ეს რეაქცია იყო მყისიერი. როდესაც, გავიგეთ ამის შესახებ, საჯარო განცხადება გაკეთდა და მოვითხოვეთ ფორმატის შეცვლა. რაც შეეხება მოთხოვნას, ჩემი გადადგომის თაობაზე, ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთე, ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები