ამერიკა „ლგბტ პრაიდთან“ დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, აფრთხილებს და ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ.

„ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირეულის“ აღსანიშნავად, 22 ივნისს, მარშის ან/და სახალხო ივენთის გამართვას გეგმავენ. ჩვენი მოლოდინით ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის შეკრება მოხდება. ეს საქართველოში „ღირსების კვირეულთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრ-დემონსტრატებისაგან.

აშშ მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, რომ მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც ხალხის დიდი ნაკადი იქნება შეკრებილი. მოერიდონ მსვლელობაში მონაწილეობას,

გამოიჩინონ სიფრთხილე თავშეყრის ადგილებში, თვალი ადევნონ მედიის ინფორმაციას და შეინარჩუნონ დაბალი აქტივობა“, – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები