„ახალი სისხლი მაშინ არის საჭირო, როცა ძველი ძალიან გაფუჭებულია“ – მირიან წიკლაური ახალ პოლიტიკურ სისხლზე

  •  

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატ მირიან წიკლაური ე.წ. ძველების გვერდით გაწევითა და ჩრდილში მოქცევით უკმაყოფილოა. როგოც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახალი სისხლი კარგია, თუმცა მაშინ, როცა ის საჭიროა, საჭიროება კი მაშინ ჩნდება, როცა ძველი არ ვარგა და დაბინძურებულია.

„ახალი სისხლის და კადრის გამოჩენა თავისთავად კარგია, თუ ის ახალი სახეები შეესაბამება იმ იდეებს, იმ მიზნებს და პრინციპებს, რის გამოც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რისთვისაც ხალხმა მათ ხმა მისცა. არ ღირს ძველის გადავიწყება. იმ ძველების, ვინც გამარჯვება მოიტანა და ამ პრინციპებს უერთგულა თავის დროზე. ასეთი ხალხის პოლიტიკაში მობრუნება გაცილებით წაადგება „ქართულ ოცნებასაც“ და ქართულ სახელმწიფოსაც. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც პატიოსნებით, გულწრფელობითა და შემართებით მოიტანეს ის გამარჯვება რომლეიც 2012 წელს ერთად ვიზეიმეთ“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, ე.წ. ძველი სახეები ფიქრობენ, რომ ისინი გარიყულები და , ჩრდილში არიან, მირიან წიკლაურმა თანხმობით უპასუხა: „ამის განცდა აქვს „ძველებს“, ეს განცდა ძალიან ბევრ ჩვენს თანამებრძოლს აქვს. ბევრს კი არა, აბსოლუტურ უმრავლესობას, დაწყებული რეგიონალური დონიდან, დამთავრებული ცენტრალური დონით. რაც შეეხება ახალ სისხლს, როგორც ექიმი, გეტყვით, რომ სისხლის გადასხმა ყოველთვის კარგი კი არ არის. სისხლის გადასხმა საკმაოდ მავნებელიც შეიძლება იყოს. სისხლის გადასხმას მაშინ მიმართავენ როცა სხვა საშუალება აღარ არის, როცა ის გაფუჭებულია და არ ვარგა“.

დეპუტატი ახალი პოლიტიკური სისხლის სწორად და ფაქიზად შერჩევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სისხლის შერჩევა არასწორად მოხდა, ადამიანი დაიღუპება და ანალოგს პოლიტიკურ რეალობაზე აკეთებს.

„სისხლი, რომელსაც ადამიანს უსხამენ, ისე უნდა იყოს შერჩეული, პატარა ცდომილებაც რომ იყოს დონორსა და რეციპივს შორის, ის მოკვდება. ის, რაც დღეს ხდება, ჯანმრთელ სხეულში უცხო სხეულის შეტანას უფრო გავს, ვიდრე ორგანიზმის გამოჯანმრთელებას“ – აღნიშნა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები