ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი და სტომატოლოგი – ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ახალი მინისტრი, 42 წლის, ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს 

როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ახალი მინისტრი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა, პროფესიით სტომატოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმია. 

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. 

როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძე, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში პერიოდულად ჩადიოდა, სადაც თანამედროვე სიახლეებს ნერგავდა, ინპლანტებისა და გადანერგვის მიმართულებით. 

საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ წარადგინა, თუმცა ამ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა. Linkedin პროფილის მიხედვით, ის გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს პირად მრჩევლად, ჯანდაცვის საკითხებში დაინიშნა. 

მსგავსი თემები