მართლმადიდებლობა მსოფლიოს გადასარჩენად – 4 კონტინენტის დელეგაცია თბილისში

  •  

მართლმადიდებლური ფესვებისა და ტრადიციების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რის გამოც, საქართველო 4 კონტინენტიდან ჩამოსული 25 ქვეყნის დელეგაციის მასპინძელია. ღონისძიება ხვალ იხსნება, თუმცა, მანამდე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელმა და საერთაშორისო მრჩეველმა, ბერძენმა დოქტორმა კოსტას მიგდალისმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და იმ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც დელეგატებს მთელ მსოფლიოსთვის აქვთ.

„ის, რისთვისაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვიღწვით, არის ის, რომ შეიქმნას საპარლამენტთაშორისო აზრი და ჩამოვაყალიბოთ მიდგომები, რომელიც დაფუძნებული იქნება მართლმადიდებლურ ტრადიციებზე. ყველა ქვეყნას თავისი პრობლემა აქვს და ვცდილობთ, ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე დაყრდნობით. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებით ვცდილობთ, თითოეულ პარლამენტში მართლმადიდებლობა იქნას გამოყენებული საფუძვლად ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის ძიებაში“ – განაცხადა კოსტას მიგდალისმა.

მისივე განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის და მართლმადიდებლის აზრია გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 26 წლის წინ დაფუძნდა და საქართველო წელს პირველად გახდა მასპინძელი ქვეყანა. ღონისძიება ხვალ იხსნება და 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი თემები