„გამოხატვის თავისულფება არ დავურღვიოთ არც ლგბტ აქტივისტებს და არც კონტრ-აქციის მონაწილეებს“ – ზაქარია ქუცნაშვილი

„რადიკალიზმი არის ქართული საზოგადოებრივი და მათ შორის, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ, ქართველებს, ხშირ შემთხვევაში, გვიჭირს აზრის გამოხატვა ზომიერ, კულტურულ, არგუმენტირებულ ფორმაში და თუ ეს გამოხატვა გადის ქუჩაში ან პარკში იქ რადიკალიზმი მზეობს“ – აღნიშნა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტ თემის კვირეულზე საუბრისას.

დეპუტატის შეფასებით, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური მოღვაწეებიც კი თავიანთ პოზიციას რადიკალური ფორმით აყალიბებენ.

„შეფასება მარტივია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს მიღებული სპეციალური კანონი დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და სიტყვის, სამართლის დაცვის. ამ სამ კანონს უნდა დავუჯეროთ და მის ფარგლებში ვიმოქმედოთ. გამოხატვის თავისუფლება არ დავურღვიოთ არც ლგბტ აქტივისტებს და არც კონტრ-აქციის მონაწილეებს. ორივეს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ძალადობა არ დავუშვათ არ ერთის და არც მეორის მიმართ. პოლიცია იყო თავის სიმაღლეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვერავინ დაესხმება თავს და თავადაც ვერ გახდება ძალადობის ობიექტი. ძალიან მარტივია – ვიხელმძღვანელოთ ამ კანონებით“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები