„წაიღოს აღიარება“ – 25 ქვეყნის მართლმადიდებელი დელეგატი რუსეთს გზავნილს თბილისიდან უგზავნის

მართლმადიდებლები მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში იკრიბებიან. ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 19-22 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება. თბილისი 26-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ასამბლეის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, „მედიაცენტრ მთავაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ძირითადი გზავნილები გააჟღერა, რასაც ასამბლეა მსოფლიოს უგზავნის.

„საპარლამენტო ანსამბლეის მიზანია, ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმ ვაკუუმის შევსება, რა ვაკუუმიც წარმოიშვა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ძირითადია: ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, შემწყნარებლობისა და ექსტრემიზმის გავლენების შემცირება და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ორგანიზაცია 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს და ყველა მართლმადიდებელი დეპუტატია. თბილისი, გენერალურ ასამბლეას პირველად მასპინძლობს. ღონისძიებები კი საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება.

„ჩვენი მიზანია და მართლმადიდებლურ ასამბლეას ვიყენებთ იმისათვის, რომ ქრისტიანულ სამყაროს ის კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობა გავაცნოთ, რაც საქართველოს გააჩნია. ჩვენ თავად ვართ შემოქმედი ამ სამყაროსი, ნაწილიც და შემოქმედიც ამ ქრისტიანული სამყაროსი. ჩვენ ვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ მართლმადიდებელ სამყაროს გავაგებინოთ, რა მოხდა 2008 წელს და გასულ 90-იან წლებში, ასევე, ჩვენი მართლმადიდებელი მეზობლის დანაშაულის სახით. გვაქვს კონკრეტული მერკანტინული ინტერესებიც, რაც გამოიხატება რელიგიური ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთ, წაიღოს თავისი აღიარება. მოგეხსენებათ, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არღვევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დაუჯერონ რუსეთის ეკლესიას, აღიარონ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობა და ეს ორგანიზაციაც ამას მიანიშნებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო ამ ფორმატს სწორედ იმისთვის გამოიყენებს, რომ რუსეთს კონკრეტული, პოლიტიკური გზავნილები გაუგზავნოს: „როცა ის ამბობს, რომ სახელმწიფოს არამარტო საერო, არამედ კანონიკური საზღვრებიც დაცული უნდა იყოს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს პლატფომრმა, რომ ვუთხრათ რუსეთს წაიღონ თავისი აღიარება და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს რა პერიოდიც იყო ოკუპაციამდე“.

შეგახსენებთ, რომ ასამბლეა ხვალ გაიხსნება და 4 დღე გაგრძელდება.

მსგავსი თემები