ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენები არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს”განუცხადეს, თბილისისა და რეგიონების სასურსათო ობიექტებში შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. ნიმუშებიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამო არცერთ პროდუქტში არ გამოვლინდა. 

“დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არგამოვლენილა,”-განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში.

მსგავსი თემები