ფრთხილად ყვავებთან, ყვავების თავდასხმა და ადამიანების დაკორტნა თბილისში

თბილისში, ყვავების მხრიდან ადამიანზე თავდასხმისა და დაკორტნის  არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თავდასხმის შემთხვევაში,  თუ ჭრილობა ტეტანუსზე აცრა აუცილებელია.

„მედიაცენტრ მთავარი“  იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსს ბადრი ბაზაევს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ყვავებისაგან დაკორტნილი პაციენტები მასაც ჰყავდა.  

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა „კასკით“ უნდა იარონ. რომელი ყვავი, როდის, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს რა ვიცით. ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, ყოველ დღე არ ხდება. ძაღლი რომ გიკბენს, ანალოგიურია. როგორც ჩანს,  ყვავს ბუდიდან გადმოუვარდა ბარტყი ან კვერცხი და სავარაუდოდ, იცავდა იმ ტერიტორიას. ეგ იყო და ეგ და სწორედ ამ დროს მოხდა ადამიანზე თავდასხმა.  ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ადამიანებმა რამე უნდა გააკეთონ და მთავრობამ რაიმე ღონისძიებები უნდა გაატაროს,“ – განუცხადა ბადრი ბაზაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება ყვავებისაგან დატოვებულ ჭრილობას, როგორც რაბიოლოგმა გვითხრა, თუ ჭრილობა დიდია, ტეტანუსზე აცრა აუცილებელია.

„თუ ადამიანს ჭრილობა აქვს, უნდა ვნახო და მერე გადავწყვეტ რა ზომები უნდა  მივიღო.  ვინც მოვიდა, დახმარება  ყველას კი არ დასჭირდა. ჭრილობას გააჩნია, რადგან ბინძური ჭრილობაა და ასეთ შემთხვევაში, ტეტანუსსზე აცრაა საჭირო. თუ დაზიანებაა უნდა მომართოს ექიმს, დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ,“- განუცხადა ბადრი ბაზაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე რეკომენდაციით, ყვავს რომ დავინახავთ არ უნდა დავპანიკდეთ: „არცერთი ცხოველის თავდასხმა სასიამოვნო არ არის. ფუტკრის ნაკბენი გაცილებით მეტ ადამიანს კლავს მსოფლიოში, ვიდრე დანარჩენი ცხოველები ერთად აღებული. მაგრამ, ეს ხომ იას არ ნიშნავს, რომ  ფუტკრის დანახვაზე რაღაც უნდა ვქნათ. ყვავები საკმაოდ ჭკვიანები არიან, იცავენ თავის ტერიტორიას.“

რაც შეეხება კონკრეტული სხეული მიდამოებს, სადაც ყვავი ადამიანს ესხმის, ეს ძირითად თავია, რადგანაც ზემოდან ესხმის ადამიანს და ყველაზე ახლოს თავია.


„მედიაცნტრი მთავარი“ დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს პაატა იმნაძესაც ესაუბრა. როგორც მან გვითხრა,  ყვავი ცოფზე საშიში არ არის, რადგანაც მას სანერწყვე ჯირკვლები არ გააჩნია.

„ყვავი ცოფზე საშიში არ არის, სანერწყვე ჯირკვლები არ აქვთ ფრინველებს. თუმცა, ტეტანუსზე ადამიანი ტეტანუსზე უნდა იყოს აცრილი. ჭრილობა ოპერატიულად საპნიანი წყლით და შემდეგ ანტისეპტიკური საშუალებით უნდა დამუშავდეს, რომ რაიმე ინფექცია არ შეიჭრას. ერთადერთი, რა ინფექციის გადატანაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ეს ტეტანუსია“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები