“ვდგავართ განსაცდელის წინაშე… უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე“ – პატრიარქის ქადაგება

საქართველოს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერს სიწმინდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, სიმდიდრე საჭირო არ არის, მთავარია სიწმინდის შენარჩუნება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ, ჰქონდათ სიწმინდე და ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, უნდა შევინარჩუნოთ.  ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება-ო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა“ – ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

პატრიარქმა ქართველს ერს  სულთმოფენობა მიულოცა და  აბიტურიენტები დალოცა.

მსგავსი თემები