„არა სიბინძურეს და გარყვნილებას“ – კაცები, მხოლოდ კაცები, დღეს ვერის პარკში იკრიბებიან


20:00 საათზე, ვერის პარკში ხოლოდ ის კაცები იკრიბებიან, რომლებიც საკუთარ თავს მამაკაცებად თვლიან და როგორც თავად აცხადებენ, გარყვნილებას უპირისპირდებიან. შეკრებილებმა დღეს უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სტრატეგია ლგბტ კვირეულის საწინააღმდეგოდ.

“უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. სახელმწიფო  ვალდებულია, აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ნებისმიერი ცუდი საქციელი. როდესაც სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება საკუთარ ხელში და ხალხმა უნდა აღკვეთოს ძალადობა. როდესაც ოძელაშვილებს დააპატიმრებ, მრავალშვილიან მამებს დააპატიმრებ,  წესრიგის დამცველ ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ შენ თვითონ მოძალადე სახელმწიფო. ქუდზე კაცი დადგება, რამდენიც საჭიროა იმდენი გამოვა, რომ უწესრიგობა ვერ გაბედონ. თუ პოლიცია გარყვნილებისგან ვერ გვიცავს, ხალხი დაიცავს საკუთარ ქალაქს,“  –  აცხადებს ლგბტ თემის კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი.

ვერის პარკში შეკრებილები დრეს სტრატეგიას შეიმუშავებენ, როგორც არ დაუშვან ლგბტ თემის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისში.  

მსგავსი თემები