უბედური შემთხვევა გორში, მამამ მცირეწლოვანს მანქანით გადაუარა

ექიმებმა 2 წლამდე ასაკის ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ სობისში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი შვილი ვერ შენიშნა და მანქანის მოტრიალებისას შემთხვევით საბურავებში მოიყოლა.

ბავშვმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი, მიღებისას მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები