თუშეთში, ტურისტებით სავსე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ ,არის მსხვერპლიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, თუმცა მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტები „პიკაპის“ ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ, რადგანაც, მაშველებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, სატელეფონო კავშირი ვერ მყარდება. ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსგავსი თემები