თბილისში, სინათლის ფესტივალი გაიმართება

თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის ფესტივალი, სოციალურ-საზოგადოებრივი ღონისძიებები და კინოჩვენებები ჩატარდება.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ბოქს მედია ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს. სინათლის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართება.

ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით.

სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.

მსგავსი თემები