„ეზო ფესტივალის“ სტუმრებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან

დედაქალაქის მერია მთაწმინდის პარკში 14-15 ივნისს დაგეგმილ „ეზო ფესტივალზე“ დასწრების მსურველთათვის 4 ავტობუსს გამოყოფს.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ავტობუსები მთაწმინდის პარკისკენ 14 ივნისის 17:30 საათიდან 16 ივნისის 12:00 საათამდე კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩების გასაყარზე არსებული ავტოსადგომიდან იმოძრავებენ.

ისინი მგზავრებს 30 წუთის ინტერვალით,  სადღეღამისო რეჟიმში უფასოდ მოემსახურებიან.

მსგავსი თემები