სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა ლონდა თოლორაიამ დაიკავა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას 6 წლის ვადით ლონდა თოლორაია დაიკავებს.

დეპუტატებმა, ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. პარლამენტმა 82 ხმით, 21 წინააღმდეგი, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. მის კონკურენტს ვალერი ლომუაშვილს 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას ლონდა თოლორაია 3 ივლისიდან დაიწყებს.

მსგავსი თემები